thesportster.com-ის ცნობით, არაა გამორიცხული, ზაზა ფაჩულია ბარტერის წესით "ლოს ანჟელეს ლეიკერსში" გადავიდეს.
საიტმა გუნდებს შორის შესაძლო გაცვლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "დეტროიტ პისტონსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია "ლოს ანჟელეს ლეიკერსის" სამიზნეა. თუმცა, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ეს რთული პროცესია.
"დაბეჯითებით ძნელია თქვა, რა აკლია "ლოს ანჟელეს ლეიკერსს". მათ ჰყავთ სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი, ახალგაზრდა ვარსკვლავები ლონზო ბოლი, კაილ კუზმა, ჯოშ ჰარტი და ბრენდონ ინგრემი, პლუს კარგი ვეტერანები რეჯონ რონდო და ტაისონ ჩენდლერი, მაგრამ ამის მიუხედავად გუნდი მიმდინარე სეზონში მაინც ვერ ვარგობს.
მებრძოლ გუნდს როგორც წესი სჭირდება ენერგია და გამძლეობა და ზაზა ფაჩულიას ეს ორივე თვისება გააჩნია. ფაჩულია კარგად ცნობილია "გოლდენ სტეიტიდან", რომლის შემადგენლობაშიც ორჯერ გახდა ჩემპიონი; ზაზას შეუძლია ახალი სიცოცხლე შესძინოს "ლეიკერსს".