1968 წელი, “ბითლზმა“ The White Album დაასრულა. ალბომის გამოსვლის შემდეგ, პოლ მაკარტნიმ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო Luxembourg-ს. ამ ინტერვიუში, მან ახალი ალბომის თვითოეულ ტრეკზე ისაუბრა.
რადიოინტერვიუ (რომელიც 1968 წლის 20 ნოემბერს, ანუ ზუსტად 42 წლის წინ ჩაწერეს) The White Album-ის დიდ ბრიტანეთში ოფიციალური გამოცემიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ გავიდა ეთერში.
მიუხედავად იმისა, რომ მაკარტნის ინტერვიუდან 40 წელზე მეტი გავიდა, ვფიქრობთ, რომ “ბითლზის“ და საერთოდ, როკ–ენ–როლის მოყვარულ ქართველ მსმენელს დააინტერესებს, თუ რას ფიქრობდა ახალგაზრდა მაკარტნი თავის ჯგუფზე, პარტნიორებზე და საერთოდ, მუსიკაზე...
– პოლ, ზოგადად ალბომზე რას იტყოდი?
– რა გინდა რომ მასზე ვთქვა?
– სიმღერებმა, შესაძლოა, ზოგიერთი გააკვირვა, რადგანაც ბევრი მოელოდა, რომ ალბომი Sgt Pepper-ის ერთგვარი გაგრძელება იქნებოდა. კიდევ ერთი წინგადგმული ნაბიჯი.
– არის კიდეც წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა იმგავრი არა, როგორსაც ხალხი მოელოდა. Sgt Pepper-ში იმდენი ინსტრუმენტი გვქონდა გამოყებული, როგორც არც ერთ სხვა ალბომში. ასეთი რაოდენობის ორკესტრული ელემენტები არასდროს არ გვქონია. მაგრამ აჟამად აღარ მოვისურვეთ, ზღვარს გადავსულიყავით, და შევეცადეთ დაგვეკრა როგორც ბენდს - მხოლოდ აუცილებელი ინსტრუმენტების გამოყენებით, და გართობის მიზნით არ ჩაგვირთავს სხვადასხვა ინსტრუმენტები.
– ეს იმ მოსაზრებით ხომ არ გააკეთეთ, რომ ცოცხლად გამოსვლა შეგძლებოდათ?
– ჰო, და ასევე იმ მოსაზრებით, რომ ერთად დაკვრა გვიყვარს. ესაა მთავარი მოსაზრება.
– პირველი ტრეკი ალბომში არის Back In The USSR. შეგიძლია ამ კონკრეტულ ტრეკზე ისაუბრო? სრულიად გიჟური, ბრწყინვალე რამაა.
– ეს ის ტრეკია, რომელიც თითქოს თავისით შეიქმნა. ერთხელ ჩაკ ბერიმ დაწერა სიმღერა Back In The USA, რომელიც წმინდა ამერიკული, ჩაკ ბერისეულია. ისეთი ტიპის, რომ აი, ჯარში როცა მსახურობ და სახლში დაბრუნდები, მშობლიურ მიწას რომ უნდა ემთხვიო და ვერღარ ითმენ, ისე გინდა შტატებში დაბრუნება. ეს ძალიან ამერიკულია. ყოველთვის ასე მიმაჩნდა. ხოლო ეს კი... ჩემი წარმოდგენით, ესაა სიმღერა ჯაშუშზე, რომელიც დიდი ხანი ამერიკაში ცხოვრობდა, და უკვე სუფთა ამერიკელი გახდა. მაგრამ უკან საბჭოთა კავშირში ბრუნდება და ამბობს: “ხვალაც მოასწრებ, საყვარელო, ტელეფონის გამორთვას“, და მსგავს რამეებს... “აქ მოდი, საყავარელო", მაგრამ ამას რუს ქალებს ეუბნება. საქმე ისაა, რომ სიმღერა რუსი ქალების თავისებურებებზეა“.
– Obladi Oblada...
– თითქმის ყველანაირი მუსიკა მომწონს. ასე, რომ არ მაქვს “ბაგაჟი“ როგორც ამბობენ ხოლმე... (ხუმრობით) გარდა იმ დიდი შავი ჩანთისა, შემოსასვლელში. Obladi Oblada, USSR და Martha სამი სრულიად განხვავებული სიმღერაა და პრაქტიკულად, იგივე ითქმის ყველა ჩემ სიმღერაზე, რომელიც დისკში შევიდა. საკამოდ მრავალმხრივი ადამიანი ვარ - ერთი სტილის სიმღერები არ მაქვს. ეს კი - არ ვიცი რატომ ამბობენ, რომ ჯამაიკურია, თუ როგორც არის. ზოგადად, მიყვარს მსგავსი რაღაცეები.
– შენ დაწერე ეს სიმღერა? ანუ, ეს ლენონი–მაკარტნის კომბინაციაა?
– ვფიქრობ, ძირითდში ჩემია. (ხუმრობით) ჯონი უფრო მეტად ნიგერიული ზეგავლენის ქვეშაა".
– Happiness Is A Warm Gun. ძალიან საინტერესო ბალადაა. თუმცა, ეს სიმღერა შენ არ გიმღერია, იქნებ მაინც გვითხრა მის შესახებ ორიოდ სიტყვა.
– გეტყვით ამ სიმღერაზეც, რადგან მომწონს ის. ჩემი საყვარელი სიმღერაა. Happiness Is A Warm Gun-ის იდეა ამერიკული გაზეთში განთავსებული რეკლამიდან დაიბადა. მასში ნათქვამი იყო: “ბედნიერება თბილი იარაღია. მოიმარჯვე თოფი და მოემზადე ხანგრძლივი ცხელი ზაფხულისთვის“. ანუ, მოდით, ახალვე იყიდეთო: რეკლამა იყო იარაღის ჟურნალისთვის. ავადმყოფური მოწოდებაა - მოდი და იყიდე იარაღი. მაგრამ თავისთავად ეს სტრიქონი “ბედნიერება თბილი იარაღია“, რომელიც ჯონმა აიღო და მისამღერად გამოიყენა, შესანიშნავია. სიმღერის დანარჩენი ტექსტიც, ვფიქრობ, შესანიშნავია. ნამდვილი პოეზიაა. ტექსტი მთავრდება სიტყვებით: “ბედნიერება თბილი იარაღია“.
– თითქოს სერიოზულად არ უნდა გულისხმობდეს ამას...
– ვისაც როგორ გაეხარდება, ისე სერიოზულად შეუძლია მიიღოს. ძალიან სერიოზული არაა, ხვდები, ალბათ, რასაც ვგულისხმობ... ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებია. ჯონს რომ ჰკითხოთ, მზად ხარ ამ სიტყვებს თავი შესწიროო, დარწმუნებული ვარ, უარს იტყვის. დარწმუნებული ვარ, სერიოზულად არ უგულისხმია, მაგრამ სიტყვები ნამდვილად კარგია. შემიძლია თავი დავდო, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი პოეზიაა, სხვა არაფერი.
– Martha My Dear
– უბრალოდ სიტყვები ავაყოლე მელოდიას. არასოდეს დამიწერია სიმღერა იმ შემართებით, რომ აი, ახლა უნდა დავწერო სიმღერა... ხანდახან ასეც ხდება, მაგრამ ძირითადად მაინც არა. ძირითადად ჯერ მოტივს ვქმნი და შემდეგ რაღაც სიტყვები მებადება თავში. ისე მოხდა, რომ ამჯერად სიტყვები იყო “მარტა, ძვირფასო, ჩემი დღეებს საუბარში ვატარებ“. ისინი არაფერს ნიშნავს, მაგრამ სწორედ ისინი მომივიდა თავში. ეს სიმღერა არის ჩემი ძაღლის შესახებ. ვხუმრობ. არასოდეს ვცდილობ სერიოზული სოციალური კომენტარი გავაკეთო. ასე, რომ შეგიძიათ, რა აზრიც გინდათ, ის ამოიკითხოთ სიმღერაში. ეს უბრალოდ სიმღერაა. მე ჩემს ძაღლს ვუმღერი.
– პოლ, რა დრო დაგჭირდათ მთელი ამ ალბომის შესაქმნელად? სიმღერების დაწერას ვგულისხმობ.
– ინდოეთში ჩასვლის შემდეგ სიმღერების სერიაზე დავიწყეთ მუშაობა, მას შემდეგ რამდენიმე დავწერეთ. ეს სწორედ ის ინდური სერიაა, რომელიც ჩვენ დავასრულეთ.
– Blackbird - ჩემი აზრით, საკმაოდ ლამაზი სიმღერაა.
– მადლობა. თავად სიმღერის იდეა მარტივია, რადგან სხვას ვერაფრს მოურგებ მას. იგივე ვთქვი სერჟანტ პეპერზეც - პეპერი ვამუშავეთ იქმადე, სანამ ვიოლიონოები და საყვირების ელემენტი არ ჩავრთეთ მასში. მაგამ არ მგონია, რომ ამ სიმღერას ისინი სჭირდებოდეს. განსაკუთრებული ამ სიმღერაში არაფერია, უბრალოდ ერთ-ერთი იმ სიმღერათაგანია, რომელიც ბუნებრივად იმღერება. ერთადერთი მომენტი, სადაც ვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა რაიმე დაგვემატებინა არის სიმღერის ბოლო ნაწილი... თითქოს ჩერდება და მერე უკან ბრუნდება, მაგრამ ინსტრუმენტალური ჩართვის ნაცვლად შაშვის გალობა დავამატეთ. ამიტომ შაშვი მღერის სიმღერის ბოლოში. ვიღაცამ კი თქვა, მეჟოლიააო, მაგრამ, მგონია, რომ შაშვია!.
– Rocky Raccoon
– ინდოეთში, სახურავზე ვიჯექი გიტარით ხელში - მე და ჯონი ვუკრავდით, დონოვანიც ჩვენთან იყო. უბრალოდ ვისხედით, ვერთობოდით, და ამ დროს დავიწყე Rocky Raccoon-ის აკორდების ჩამოკვრა. თავდაპირველად Rocky Sassoon იყო, სიტყვების მოგონება დავიწყეთ ჩვენ სამმა და მერე ჩავიწერეთ. ტექსტი ადვილად მოდიოდა. მოგვიანებით Rocky Raccoon-ით შევცალე, რადგანაც უფრო კოვბოურად ჟღერდა. და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
ასეთ დროს ზუსტად ძნელია ახსნა, როგორ შეიქმნა სიმღერა, რადგანაც აზრები უბრალოდ თავისთავად გებადება თავში. მართლაც ასეა. ჯონიც ასე წერს წიგნებს. არ ვიცი, როგორ ახრხებს თავადაც არ იცის, როგორ გამოსდის, მაგრამ მაინც წერს. ნებისმიერი მწერალი ასეა. ვფიქრობ, რომ ხალხი, ვინც სინამდვილეში ქმნის და წერს... ამ ხალხზე ფიქრობ ხოლმე “ოჰ, როგო მოახერხა ეს“. მაგრამ სინამდვილეში მათ ეს ბუნებრივად გამოსდით... უბრალოდ თავისთვად იბადება მათ თავში, ხელებში, და შემდეგ ქაღალზე გადმოაქვთ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. არაფერი გამეგება აპალაჩის მთებზე, კოვბოებზე, ინდიელებზე და მსგავს რაღაცეებზე. უბრალოდ მოვიგონე. და შემდეგ ჯინით აყროლებული ექიმი შემოვიდა და განაგრძო მაგიდაზე წოლა. ესაა, რაცაა.
– ალბათ სიმღერის დასავლურ-ამერიკული აქცენტით ჩაწერის აზრიც ასე დაიბადა, არა?
– აჰ, ეგ? ეგეც უბრალო ხუმრობა იყო, როგორც უმრავლესობა სიმღერების.
– კიდევ ერთი, სახელად I Will. ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ სიმღერებზე, რომლებიც თითქოს ბუნებრივად, თავისთავად დაიწერა. ალბათ, ეს კონკრეტული ტრეკიც იგივენაირად დაიწერა. ამჯერადაც მჟღერი გიტარა გამოიყენე. იგრძნობა მცირედი გავლენა...
– ჩვენ ყოველთვის როკ-ენ-როლ ბენდი ვიყავით, ალაბათ, იცი. მაგრამ საქმე ისაა, რომ აბსლუტურად რიოკ-ენ-როლ ჯგუფი არ ვართ. ამას ვგულისხმობიდი, როცა Obladi-სა და USSR-ზე ვსაუბრობდი. ყველა სიმღერა განსხვავებულია. ჩვენ არ ვართ თავიდან ბოლომდე ერთი მიმართულების ჯგუფი. ასე, როცა ჰამბურგში გამოვდიოდით, მთელი საღამოს განმავლობაში როკს არ ვუკრავდით, რადგანაც სქელი ბებერი ბიზნესმენები მოდიოდინენ და გვეუბნებდოდნენ... (ხუმრობით) ან გამხდარი ბიზმესმენები, ასევე, მოდიოდნენ და ამბობდნენ “დაუკარით მამბო. რუმბას დაკვრა შეგიძილათ?“
ჩვენ კი მუდმივად უარს ვერ ვეუბნებოდით, ასე, რომ იძულებულნი ვიყავით, ცოტა მამბო და რუმბა დაგვეკრა ხოლმე. I Will საკმაოდ სენტიმენტალური ბალადა გამოვიდა. ასეთების დაკვრა ყოველთვის გვიწევდა. არ ვიცი, შეიძლება თემიდანაც გადავუხვიო - მაგრამ სწორედ ესაა მიზეზი, რომ ეს ალბომი ასეთი მრავალფეროვანია.
– Birthday. შემდეგი ტრეკი ძველი როკ-ენ-როლის სტილს უბრუნდება, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ძალიან ხმამაღალი გამოვიდა, თუ გნებავთ, დისკოთეკური.
– ამას თავის ისტორია აქვს, ტონი. ისე მოხდა, რომ ტელევიზიით გადიოდა The Girl Can't Help It. ეს არის ძველი როკ ფილმი, ლითლ რიჩარდის, ფეტს დომინოს, ედი კოკრენისა და სხვების მონაწილეობით... მათ შორის ჯინ ვინსენტის. ამის ნახვა გვინდოდა, ამიტომ 5 საათზე დავიწყეთ ჩაწერა. და ვთქვით, რომ რამეს გავაკეთებდით, აკომპანიმენტის ფონოგრამას ჩავიწერდით.
ამიტომ ძალიან მარტივი გზა ავირჩიეთ - 12-ტაქტიანი ბლუზის მაგვარი რაღაც დავუკარით. რამდენიმე ელემენტი გავურიეთ აქა იქ, ისე, რომ წარმოდგენა არ გვქონდა, რა სიმღერა გამოვიდოდა, ან რა ერქმეოდა. უბრალოდ ვთქვით" „12 ტაქტი ლა-ში შევასრულოთ, შემდეგ რე-ში და რამდენიმე ტაქტი დო-ში". ასეც მოვიქეცით...
ალალბედზე ვცადეთ. სხვა არაფრისთვის გვეყო დრო, ასე, რომ ეს ფონოგრამა ჩავიწერეთ. მერე დავბრუნდით ჩემთან სახლში და ვუყურეთ The Girl Can't Help It-ს. შემდეგ ისევ უკან სტუდიაში წავედით და ტექსტი მოვიფიქრეთ მელოდიზე დასადებად. ასე, რომ ეს სიმღერა უბრალოდ ერთ საღამოს შეიქმნა. მის შესახებ მანამდე არც კი გვიფიქრია. და ამის გამო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერაა. ვფიქრობ, ურიგო არაა, რადგან საცეკვაოდ კარაგდ მიდის დრამის გრძელი პარტიის გამო. ამის ნაცვლად, ჩვეულებრივ, 4 ტაქტიანი დრამი შეიძლება გაგვეკეთებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე დავტოვოთ. ყველას მოგვწონს დასარტყამების გრძელი პარტიის მოსმენა.
thebeatles.ge