გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 18 წლის მცველი ლევან ხარაბაძე კარიერას შვეიცარიაში გააგრძელებს.
ამ დროისთვის ხარაბაძე შვეიცარიაში იმყოფება და ტელეკომპანია "მაესტროს" ცნობით, "ციურიხთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა, რაც წელიწადნახევრიან იჯარას გულისხმობს.
თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა კლუბის პრესსამსახური ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
აქვე გეტყვით, რომ ლევან ხარაბაძე თბილისის "დინამოში" 2014 წლიდან ირიცხება. მცველმა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ხოლო 2018 წელს ვლადიმირ ვაისმა საქართველოს მთავარ გუნდში უხმო.
ხარაბაძემ 2018 წელს ეროვნულ ლიგაში "დინამოს" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება "ციურიხს", ის შვეიცარიის სუპერლიგაში 18 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, ხოლო ვაკო გვილიასა და ოთარ კაკაბაძის "ლუცერნი" იმავე რაოდენობის ქულებით მე-5 პოზიციას იკავებს.