მაინც გამოდის! - ტოჩინოშინი ტრავმის მიუხედავად ჰაცუ ბაშოზე იასპარეზებს

მაინც გამოდის! - ტოჩინოშინი ტრავმის მიუხედავად ჰაცუ ბაშოზე იასპარეზებს

"ფეისბუქ-გვერდის" "ქართული სუმოს ქომაგების" ცნობით ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე ტრამვის მიუხედავად იანვრის ჰაცუ ბაშოზე მაინც იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ გორგაძე მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება ჰქონდა და მისი ტურნირზე გამოსვლა საეჭვო იყო.

"მაინც გამოდის...

როცა სპორტსმენი სულით მებრძოლია და ბრძოლის წყურვილი სისხლში აქვს გამჯდარი, ძნელია იგი რამემ გააჩეროს, თუნდაც მძიმე ტრავმამ...

სწორედ ასეთ სპორტსმენთა რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი ტოჩინოშინი.

რამდენიმე დღის წინ ლევანს ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაუწყდა და მისი ასპარეზობა წლის პირველ სუპერტურნირზე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.

მოგეხსენებათ, ასეთ დროს რისკი ტრავმის გართულებისა საკმაოდ დიდია. თუმცა, ჩვენმა ოძეკიმ (როგორც ხშირად სჩვევია) ამჯერადაც გვერდზე გადადო ტკივილები და გადაწყვიტა გავიდეს ჰაცუ ბაშოზე საბრძოლველად.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ ქართველ ფალავანს და ვილოცოთ, რომ არაფერი გაურთულდეს ტურნირზე.

ხვალ დილით გამოცხადდება ბაშოს საწყისი 2 ტურის ორთაბრძოლათა განრიგი და ლევანის მეტოქეთა ვინაობასაც შევიტყობთ. ტურნირი სტარტს დამდეგ კვირას, 13 იანვარს აიღებს", - წერენ "ქართულის სუმოს ქომაგები".