ხელისუფლებას მიმართავს "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ხვალ შიანაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს, რათა გამოიძიონ სოფელ შაქრიანში მართლა არის თუ არა კანაფის პლანტაციები.
"ინ ინფორმაციით, რომ სოფელ შაქრიანში კანაფის პლანტაციებია გაშენებული, ამ დრომდე არ დაინტერესებულა შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა. იქნებ სიმართლეა, იქნებ არა - ხომ უნდა გაარკვიონ. რადგან თავად არ ინტერესდებიან, შევეცდები ხვალ ეს ორივე უწყება დავაინტერესო. რა ფორმით შევეხმიანები არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად შევეცდები, რომ ხმა მივაწვდინო“, - განუცხადა "2020NEWS"-ს ზვიად კუპრავამ.
მისივე თქმით, კახეთის რეგიონში არსებული კანაფის პლანტაციები ეკუთვნის რომელიღაც კომპანიას და ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქმის კურსშია. "როგორც ადგილზე მისულს მითხრეს, ტერიოტრია კერძო კომპანიის მფლობელობაშია. ასევე, საქმის კურსშია სოფლიოს მეურნეობის სამინისტრო, რომ იქ დათესილია "ჰიბისკუს კანაბინუსი“, იგივე კანაფიო", - განუცხადა "2020NEWS“ კუპრავამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია სოფელ შაქრიანში კანაფის პლანტაციების არსებობის შესახებ "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, 4 ჰექტარზე გადაჭიმული კანაფის პლანტაციის განვითარებას უშუალოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო კურირებს. როგორც კუპრავა აღნიშნავს, კახეთის რეგიონში მარიხუანას პლანტაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა ღამეს აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ კუპრავამ სოციალურ ქსელში დაწერა და მტკიცებულებად ადგილზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.