”მახსენდება ვირთაგვები, რამიშვილის მეთაურობით და ბოკერია-ჩერგოლეიშვილის სეფექალი კინწურაშვილი”

”მახსენდება ვირთაგვები, რამიშვილის მეთაურობით და ბოკერია-ჩერგოლეიშვილის სეფექალი კინწურაშვილი”

 “როგორც ესენი დაეცნენ, ისე დაეცემა ყველა, ვინც ბრძოლას დაუწყებს მართლმადიდებლობას და ჩვენს უწმინდესს და უნეტარეს პატრიარქს!“, – ამ პოსტს ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი აქვეყნებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობას უხდის.

”ბრავო საზოგადოებრივ მაუწყებელს!

სამების ტაძრიდან საშობაო წირვის პარალელურად პირველად არის პირდაპირი ეთერი რეგიონებიდან – ალავერდი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ნიქოზი, სტეფანწმინდა…

ეს ნათლად წარმოაჩენს დღევანდელი საზმაუს დამოკიდებულებას რწმენისა და ეკლესიის მიმართ!

და მახსენდება ხატთმებრძოლები საზმაუში – “თავისუფლების ინსტიტუტის” ვირთაგვები რამიშვილის მეთაურობით და ბოკერია-ჩერგოლეიშვილის სეფექალი კინწურაშვილი – XXI საუკუნის “მებრძოლ უღმერთოთა კავშირის” დამფუძნებლები – როგორ ებრძოდნენ ეკლესიას და პატრიარქს!

როგორც ესენი დაეცნენ, ისე დაეცემა ყველა, ვინც ბრძოლას დაუწყებს მართლმადიდებლობას და ჩვენს უწმინდესს და უნეტარეს პატრიარქს!

შობას გილოცავთ!”, – დაწერა ბონდო მძინარაშვილმა.