უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა არ შეიძლება

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა არ შეიძლება

არ შეიძლება, რომ მე თქვენს წინაშე გავაკეთო კომენტარები უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია განცხადებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ბუნებრივია ველოდებით ეკლესიის პოზიციას. არ შეიძლება, რომ მე თქვენს წინაშე გავაკეთო კომენტარები ამ საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია განცხადებას ამ საკითხზე. ველოდებით სინოდს და ისინი დააფიქსირებენ თავის პოზიციას. ამ საკითხზე დამატებით აჟიოტაჟის შექმნა არის ხელოვნური“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 11 ოქტომბერს მიიღო.