რთულად გვაქვს საქმე, ტვინში

რთულად გვაქვს საქმე, ტვინში

ვაზისუბნის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში დაგროვებითი პენსიის ირგვლივ დაწყებულ აჟიოტაჟს ეხმაურება და შემდეგი სახის პონტს აქვეყნებს:

“პენსია ყველას გვინდა რომ იყოს ძალიან მაღალი, მაგრამ არ გვინდა რომ საკუთარი შემოსავლიდან დაგვეზოგოს 2 %, არც იმპორტი გვინდა, არც ექსპორტი, არც ინვესტიცია, არც უცხოელი, მოკლედ არაფერი გვინდა, სამაგიეროდ გვინდა რომ ბიუჯეტიდან ვიღებდეთ ყველაფერს და ეს ბიუჯეტი ბოდიში მომითხოვია და საიდან უნდა შეივსოს? აა, გამახსენდა, ბიძინა აქ არ არის? მაგრამ, ბიძინა რომ რაიმეს გვისტუმრებს და მიანც არ ვართ მადლიერნი? მოკლედ, უბრალოდ გიხარიათ რაღაცის გამო უკმაყოფილოდ ყოფნა და ასე მგონია, რომ დილით იღვიძებთ და ფიქრობთ, აბა დღეს რით ვიყო უკმაყოფილო? აბა დღეს, ვის დავაბრალო ჩემი პრობლემები? აბა დღეს ვინ ვაკრიტიკო? გუშინ ისიც კი წავიკითხე, საშემოსავლოს რომ გვაჭრის სახელმწიფო, ჯერ ეგ სად მიდის ეგ გავარკვიოთო. არა ნუ, რთულად გვაქვს საქმე, ტვინში!”– წერს ირაკლი ლატარია.