ძლიერი ქარის დროს გუშინ ბათუმში 54 წლის მამაკაცი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, იგი დღეს გარდაიცვალა.
დაშავებული ბათუმის მერიის სერვისების სამსახურის უფროსი იყო.
ექიმების ცნობით, მამაკაცს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.