ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მოსახლეობაში ე.წ. ღორის გრიპის გახშირებული შემთხვევების გამო განათლების სამინისტროს ზამთრის არდადეგების გახანგრძლივებას ურჩევს:
„მაგრად გაგვიმართლა, რომ ამ გრიპის ვირუსის აფეთქება სასკოლო არდადეგებს დაემთხვა, თორემ წარმომიდგენია, რა მოხდებოდა, ახლა სწავლა რომ იყოს. იმედია, განათლების სამინისტრო მიხვდება და არდადეგებს გაახანგრძლივებს, თუ ამ პიკმა არ გადაიარა. და საერთოდ, მგონია, უკეთესი იქნება, თუ ზამთრის არდადეგებს გავახანგრძლივებთ ზაფხულის არდადეგების შემოკლების ხარჯზე. ივნისში დასასვენებლად მაინც არავინ მიდის და იყოს სწვალა ივნისის ბოლომდე, სამაგიეროდ ზამთარში ვირუსების პიკის დროს იანვარსა და თებერვალში დავისვენოთ. ზამთრის კურორტებზე ბავშვის წასაყვანად ხალხსს მეტი დროც და მეტი არჩევანიც ექნება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო" - წერს მეტრეველი.