ელისო კილაძე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველაფერი კი იმ ვიდეოთი დაიწყო, რომელიც 2019 წლის 4 იანვარს გავრცელდა და ის რუსთაველის გამზირზე მდებარე კარავშია ჩაწერილი, სადაც მოშიმშილე მამებთან ერთად მყოფი ირმა სიმონიშვილი იგივე “მათე ბიჭი” მიხეილ სააკაშვილს სკაიპით ერთგვარ ანგარიშს აბარებს და აცნობებს, რომ მის დავალებებს ხუთიანზე ასრულებს.
ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ მისთვის მიუღებელია ამ პროცესებში მონაწილეობა და მითუმეტეს ვინმეს დავალებების შესრულება."“აქამდე მეგონა შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვიყავი! არ მაქვს არანაირი ინფორმაცია,რა დავალებებს იღებდა და იღებს ეს ჯგუფი მიხეილ სააკაშვილისგან, კატეგორიულად ვემიჯნები ამ პროცესს და ყველა იმ პირის ქმედებას ,ვინც თვლის რომ სააკაშვილი მისი სარდალია! ამ ჩართვისას თბილისში არ ვიმყოფებოდი, ადგილზე არ იყო ზაზა სარალიძე! 8 იანვარს ვბრუნდები თბილისში,მოვითხოვ საორგანიზაციო ჯგუფის შეკრებას და განმარტებებს ,რა ბრძანებებზეა საუბარი(თუ ასეთი არსებობს ბუნებაში ) ვიხსნი პასუხისმგებლობას ვიწროპარტიულ ქმედებებზე და სამომავლო გეგმებზე", – დაწერა კილაძემ, რასაც მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.
"საქართველოში მინიმუმ ყოველი მეორე, ჩემი მხარდამჭერია. თურმე, აწი ნებართვა გვჭირდება იმაზე, თუ როგორ და რა თემებზე უნდა დაველაპარაკოთ ერთმანეთს, სად და ვის უნდა გამოვუხატო თანადგომა (აბა, დავალებებს და მითითებებს მე არ ვიძლევი) ვერ ეღირსება ოლიგარქი ამ კავშირის შეზღუდვას. საბედნიეროდ, ყველა და ყველაფერი, ფულზე არ იყიდება", – დაწერა სააკაშვილმა, რასაც კილაძემ უპასუხა.
"ყოველი მეორე მხარდამჭერის პირობებში 23 ნოემბერს საქართველოს ახალი ხელისუფლება უნდა ჰყოლოდა და თქვენც კარგა ხნის დაბრუნებული უნდა ყოფილიყავით აქ. პერმანენტული აქციებიც გუგუნებს ხელისუფლების შესაცვლელად და მე ვერ ვხვდები ეტყობა! თაღლითი გიორგი სიგუა კარგად ჩაიხუტეთ და დაელოდეთ, რომ მასთან ერთად წითელ ხალიჩას გაგიფენენ აქ. ჰო, 114-კაციანი პოლიტსაბჭოს წევრების რჩევების გათვალისწინება არ დაგავიწყდეთ სამომავლო გეგმებში", – დაწერა კილაძემ, რომელსაც ერთ დროს მისი თანამოაზრე, მეგი გოცირიძე გამოეხმაურა
"აჰა, ვინ ვის ჩაიხუტებს და ჩაეხუტება, ესეც შენთან თუ უნდა გაგვევლო და არ ვიცოდი", - დაწერა გოცირიძემ.