აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბიძინა ივანიშვილზე და პოლიტიკაში მისი ოჯახის წევრების როლზე ისაუბრა:
„მე მივმართავ არა ბატონ ბიძინას, არამედ მის მეუღლეს, მის შვილებს: როგორც 2011 წელს ჩაერიეთ და შეაცვლევინეთ ბატონ ბიძინას ხედვა და გააქტიურეთ პოლიტიკაში, ხომ არ დადგა დრო, ისევ უთხრათ, რომ იმ ფასეულობებს, რითიც პოლიტიკაში მოვიდა, მათ ნუ უღალატებს“, - აღნიშნა პაპავამ.