გოგიჩაიშვილი დეპუტატებს:

გოგიჩაიშვილი დეპუტატებს: "თქვით, რატომ უჭერთ მხარს ჩინჩალაძეს, ვერ გავიგე რას ერიდებით?"

"ქართული ოცნების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის იმ დეპუტატების შესახებ ისაუბრა, ვინც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებს უჭერენ მხარს.

"მე არჩეული პარლამენტის წევრი ვარ და თავს ვთვლი ვალდებულად, რომ მე ჩემს ამომრჩეველს ვუთხრა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მე არ მაქვს უფლება მზის ჩრდილში რაღაცები ვაკეთო. მე ყველაფერი უნდა გამოვიტანო საჯაროდ იმიტომ, რომ საჯარო პერსონა ვარ და ჩემი გადაწყვეტილება საჯაროა. პასუხს ვაგებ ჩემს გადაწყვეტილებაზე და ზუსტად ეს შევთავაზე ჩვენებს, რომ თქვით თქვე კაი დედმამიშვილებო, რას ერიდებით?! თქვან რატომ უჭერენ მხარს ჩინჩალაძეს, ესეც ხომ პოზიციაა. ვიცი, რომ უჭერთ ჩინჩალაძეს მხარს და თქვით. რატომ არ ამბობენ ღიად, არ ვიცი, ეს შეკითხვა თქვენ დაუსვით”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა "360 გრადუსში".