რა დავალებებს იღებდა და იღებს ეს ჯგუფი მიხეილ სააკაშვილისგან, კატეგორიულად ვემიჯნები ამ პროცესს (ვიდეო)

რა დავალებებს იღებდა და იღებს ეს ჯგუფი მიხეილ სააკაშვილისგან, კატეგორიულად ვემიჯნები ამ პროცესს (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში მყოფი მალხაზ მაჩალიკაშვილი და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელსაც მეტსახელად “მათე ბიჭს” უწოდებენ, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრნენ და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოახსენეს.

საუბრისას “მათე ბიჭმა” მიხეილ სააკაშვილს მიმართა როგორც მთავარსარდალს და აცნობა, რომ მის ყველა ბრძანებას 5-იანზე ასრულებს. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ემიჯნება ამ პროცესს.

“აქამდე მეგონა შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვიყავი! არ მაქვს არანაირი ინფორმაცია,რა დავალებებს იღებდა და იღებს ეს ჯგუფი მიხეილ სააკაშვილისგან, კატეგორიულად ვემიჯნები ამ პროცესს და ყველა იმ პირის ქმედებას ,ვინც თვლის რომ სააკაშვილი მისი სარდალია !

ამ ჩართვისას თბილისში არ ვიმყოფებოდი,ადგილზე არ იყო ზაზა სარალიძე ! 8 იანვარს ვბრუნდები თბილისში,მოვითხოვ საორგანიზაციო ჯგუფის შეკრებას და განმარტებებს ,რა ბრძანებებზეა საუბარი(თუ ასეთი არსებობს ბუნებაში ) ვიხსნი პასუხისმგებლობას ვიწროპარტიულ ქმედებებზე და სამომავლო გეგმებზე” – წერს ელისო კილაძე.