პოლიციელმა, გიორგი გადელიამ აქციის მონაწილეებს გამოგვიცხადა, რომ ხულიგნობის გამო დაგვიჭერს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.
სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მივიდა იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად რა ფაქტი იგულისხმება ხულინგობაში და რატომ დაემუქრა პოლიციელი აქციის მონაწილეებს.
"გამოცხადდა ვიღაც პოლიციელი, რომელიც აცხადებს, რომ არის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსი, მაგრამ კონკრეტულად არ ასახელებს, რომელი განყოფილების, საპატრულო პოლიციის თუ კრიმინალურის. მან აქციის მონაწილეთაგან ჩამოთვალა რამდენიმე პირი, მათ შორის მე, ჩემი ძმა, და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დავეკავებინეთ. შემდეგ როგორც გავარკვიეთ, ეს არის ვიღაც გიორგი გადელია, არ ვიცი, რა თანამდებობას იკავებს პოლიციაში. მას ხშირად გამოუჩენია ჩემ დარბევაში ინიციატივა.
„ასე განმარტა: 11 სექტემბრიდანაა დაწყებული ძიება, შეიკრიბება ყველაფერი და ხულიგნობის ფაქტზე დაგიჭერთო", - ამბობს სარალიძემ~.
მისივე თქმით, აღნიშნული პირი დაკავებით ირმა სიმონიშვილსა და ნუგზარ კუჭაშვილსაც დაემუქრა, რომლებიც მისი საქმის ძირითადი მოწმეები არიან.