პიბლიცისტი და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება მოვისმინე, იმის თაობაზე, რომ - კანონი მივიღოთ, "ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამოო"არადა, თუ რაიმე ცრუ და ცილისმწამებლური იყო ამ საარჩევნოდ (ბილბორდებიდან დაწყებული, „ტროლებით" დასრულებული, სწორედ „ქართული ოცნებიდან" მოდიოდა. ახლა ეტყობა სიტყვის თავისუფლებაც აწუხებთ მერე იტყვიან სიმართლეზე - სიცრუეაო და სასამართლოში „ქე ჰყავთ" მურუსიძე და წავიდაააა „გულიანკა რუსულად" , მაგრამ ერთი რამ - კარგია და აი რა: კი ბატონო, მოდით დავიწყოთ, "ოცნების პრეზიდენტ" ზურაბიშვილით, თავად ზურაბიშვილმა აგოს პასუხი, ცრუ ინფორმაცია, რომ გაუვრცელა საქართველოს და გაატირაჟა, თუ ტელევიზიით, თუ თავის კრებულში, რომ საქართველომ ომი დაიწყოო.
„არადა მოგესხენებათ სტრასბურგმა, სარჩელიც კი არ მიიღო ოსეთის მხარის - ამის თაობაზე და თქვა, არ დაუწყია ომი - არაო, რადგან ომს საკუთარ ტერიტორიაზე, არავინ და ვერავინ იწყებს, ასეც თქვეს, რადგან უცხო ქვეყანა შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე!!! ასე, რომ... რადგან "ოცნების" პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ "ადამიანებმა თავი უნდა დაიცვან ცრუ ინფორმაციისგანო", კი ბატონო, დავიცვათ საქართველო სალომე ზურაბიშვილის მიერ გატირაჟებული ცრუ ინფორმაციისგან - მოიხადოს ბოდიში საქვეყნოდ!!! დავიწყოთ დაცვა, ცრუ ინფორმაციისგან და ცილისწამებისგან დავიცვათ ქვეყანა!!! "- წერს ჩარკვიანი.