საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ყველა მათგანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია.
„არჩევნების მეორე ტურში ჩვენ ხალხს ვთხოვეთ ნდობის ძალიან დიდი მანდატი, ლამის დავუჩოქეთ და ვუთხარით, რომ გვაპატიეთ ხალხო რაც შეგვეშალა, იცოდეთ, რომ ახლა ამ ყველაფერს წერტილი ესმება. ამის მერე ხალხს ჩინჩალაძე და ეს სია შევტენეთ. მგონია, რომ აქ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველასია. გედი ფოფხაძეს გამოიწვევ თუ არ გამოიწვევ, ვის ჩააბარებ იურიდიულ კომიტეტს, ეკა ბესელიასთან როგორ მოიქცევი - ეს კიდევ პოლიტიკური ნიუანსებია, რომელიც მეორე პლანზე შეიძლება იყოს გადასატანი. მთავარი არის ქართული მართლმსაჯულება არ ჩაუვარდეთ უღირს ადამიანებს ხელში“, - განაცხადა "360 გრადუსში" ფოფხაძემ.