გედევან ფოფხაძე: „შეაყარე კედელს ცერცვის“ მდგომარეობაში ჩამაყენეს

გედევან ფოფხაძე: „შეაყარე კედელს ცერცვის“ მდგომარეობაში ჩამაყენეს

ამ შემთხვევაში „შეაყარე კედელს ცერცვის“ მდგომარეობაში ჩამაყენეს. მე ჩემსას ვლაპარაკობდი და იქ კობახიძე ხმებს ითვლიდა, რომ კომიტეტიდან ჩემი გაწვევა უზრუნველეყოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ყველაფერს არც კოლეგიალურობის ელფერი აქვს და არც ქვეყნის მომავალზე ზრუნვის.

„ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე მე ჩემი სათქმელი ვთქვი. პარტიის თავმჯდომარემაც და ფრაქციის თავმჯდომარემაც მომცეს იმის საშუალება, რომ ჩემი ყველა არგუმენტი გამომეთქვა. დაწყებული კონცეპტუალური საკითხებიდან, დამთავრებული პროცედურული საკითხებით, ჩემი სათქმელი ვთქვი, თუმცა ამ შემთხვევაში „შეაყარე კედელს ცერცვის“ მდგომარეობაში ჩამაყენეს. მე ჩემსას ვლაპარაკობდი და იქ კობახიძე ხმებს ითვლიდა, რომ კომიტეტიდან ჩემი გაწვევა უზრუნველეყოთ. მე არ მგონია, რომ ან კოლეგიალურობის ელფერი ჰქონდეს ან ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვის ელემენტებს შეიცავდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ფოფხაძემ.