"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებებზე და პარტიიდან მოსალოდნელ გარიცხვაზე გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება:
"პარლამენტის თავმჯდომარე მისი უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერზე კომპრომატებს უკვეთავს! მაგარი ხელისუფლება გვყავს, მაგარი!
პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე, ზარდიაშვილი, მდინარაძე ფარულად "ფეიკ-ინფოს" ავრცელებენ თავისსავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ბესელიაზე, რომ თითქოს ფული გამოძალა ბიზნესმენ ოქუაშვილს! ასეთი "ერთიანი" და "მონოლითური" უმრავლესობა არ მახსოვს! ზუსტი გაგრძელებაა შევარდნაძის ხელისუფლებისა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ჟვანია, სააკაშვილი, მერაბიშვილი კომპრომატებით ამაგებდნენ პრესას, თავისსავე შსს მინისტრ კახა თარგამაძეზე!
"მოქალაქეთა კავშირმა" როგორც დაამთავრა გახსოვთ. ასევე დაამთავრებს მალე ოცნებაც! აქ საინტერესო მხოლოდ ისა, როდის დაუპირისპირდება ღიად კობახიძე, მდინარაძე, ზარდიაშვილის დაჯგუფება ბიძინა ივანიშვილს!" - წერს ბრეგაძე.