ზვიად ქორიძემ და ეკა გიგაურმა შეწყალების კომისია ულაპარაკოდ დატოვეს

ზვიად ქორიძემ და ეკა გიგაურმა შეწყალების კომისია ულაპარაკოდ დატოვეს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ და რამდენიმე წევრმა კომისია დატოვა. მათ კომისიიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარეს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ეკა გიგაურმა. როგორც ირკვევა, ახალი პრეზიდენტი აპირებს კომისიის არა განახლებას, არამედ შევსებას, რადგან სხვა წევრებიც აპირებდნენ კომისიის დატოვებას.

"5-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია. ამიტომ ალბათ, უფრო შევსებას აპირებს პრეზიდენტი კომისიის განახლებასთან ერთად. წარმატებას ვუსურვებ კომისიის ახალ წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ კომისიაში მუშაობა, რადგან გადაწყვეტილებას იღებ იმაზე, მისცე თუ არა ცხოვრების ახლებურად გაგრძელების შანსი კონკრეტულ ადამიანებს ისე, რომ არ იცი ამ შანსს გამოიყენებენ თუ არა.

აქვე ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ქორიძეს! მგონია, რომ ის იყო ყველაზე გამორჩეული კომისიის თავმჯდომარე“, - აცხადებს გიგაური.