“აბა, თუ შეეშვათ ამ თემაზე უაზრო განცხადებებს…”

“აბა, თუ შეეშვათ ამ თემაზე უაზრო განცხადებებს…”

ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის გენერალური ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ “საქართველოს ისტორიაში “გირგვლიანის საქმე” ვერ მოხვდება” . როგორც გვარამიამ გადაცემაში “კვირის აქცენტები” განაცხადა, ამ ეპოქის მთავარი ფიგურა მიხეილ სააკაშვილია.

“ვფიქრობ, საქართველოს ისტორიისთვის სააკაშვილი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური პერსონაჟი იქნება. სააქართველოს ისტორიაში “გირგვლიანის საქმე” ვერ მოხვდება, უკაცრავად ყველასთან ამას რომ ვამბობ. სად გინახავს ასეთი ქეისი რომელიმე ქვეყნის ისტორიაში. ისტორია ასეთ დეტალებს არ იმახსოვრებს, ისტორია იმახსოვრებს მთავარ ნაბიჯებს.

საქართველო და სააკაშვილი, როგორც ამ ეპოქის მთავარი ფიგურა, აუცილებლად პოზიტიურად მოხვდება საქართველოს ისტორიაში, ეს გარდაუვალია. ბიძინა ივანიშვილი განწირულია იმისთვის, რომ ან საერთოდ ვერ მოხვდეს საქართველოს ისტორიაში, ან ძალიან ნეგატიურად მოხვდეს. მას პოზიტიურად შესვლის შანსი ნულოვანი აქვს”, – განაცხადა გვარამიამ.

“რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორის მოსაზრებას, ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“გირგვლიანის საქმე უკვე მოხვდა საქართველოს ისტორიაში და ისტორიული განაჩენიც გამოგიტანათ!
აბა, თუ შეეშვათ ამ თემაზე უაზრო განცხადებებს…”, – წერს ლეფსვერიძე.