“საქართველოს ისტორიაში “გირგვლიანის საქმე” ვერ მოხვდება, სააკაშვილი იქნება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური პერსონაჟი”

“საქართველოს ისტორიაში “გირგვლიანის საქმე” ვერ მოხვდება, სააკაშვილი იქნება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური პერსონაჟი”

“საქართველოს ისტორიაში “გირგვლიანის საქმე” ვერ მოხვდება, უკაცრავად ყველასთან ამას რომ ვამბობ”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ს გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში “კვირის აქცენტები” განაცხადა. გვარამიას აზრით, ამ ეპოქის მთავარი ფიგურა მიხეილ სააკაშვილია და ის პოზიტიურად მოხვდება საქართველოს ისტორიაში.

“ვფიქრობ, საქართველოს ისტორიისთვის სააკაშვილი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური პერსონაჟი იქნება. სააქართველოს ისტორიაში “გირგვლიანის საქმე” ვერ მოხვდება, უკაცრავად ყველასთან ამას რომ ვამბობ. სად გინახავს ასეთი ქეისი რომელიმე ქვეყნის ისტორიაში. ისტორია ასეთ დეტალებს არ იმახსოვრებს, ისტორია იმახსოვრებს მთავარ ნაბიჯებს.

საქართველო და სააკაშვილი, როგორც ამ ეპოქის მთავარი ფიგურა, აუცილებლად პოზიტიურად მოხვდება საქართველოს ისტორიაში, ეს გარდაუვალია. ბიძინა ივანიშვილი განწირულია იმისთვის, რომ ან საერთოდ ვერ მოხვდეს საქართველოს ისტორიაში, ან ძალიან ნეგატიურად მოხვდეს. მას პოზიტიურად შესვლის შანსი ნულოვანი აქვს”, – განაცხადა გვარამიამ.