მართალია, სულ ცოტა ხნის წინ ეკა ბესელია დაემშვიდობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, მაგრამ მომავალ წელს ვარსკვლავები მის მიმართ კეთილგანწყობილები იქნებიან. როგორც ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა "2020NEWS“ - თან საუბარში აღნიშნა, ბესელიამ შესაძლოა, უფრო საინტერესო თანამდებობა დაიკავოს.
"ეკა ბესელიას ვარსკვლავები საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს მისცემს. მისი შანსები ხუთქულიანი სისტემიდან ოთხიანზე შეიძლება შევაფასოთ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ღორის წელში დაბადებული მორიელია. ტახი მას მაქსიმალურად დაეხმარება და არ არის გამორიცხული, რომ მან ახალ თანამდებობას გამოჰკრას ხელი. მართალია, მორიელისთვის არ არის ისეთი ეფექტური წელიწადი, როგორც 2018 წელს იყო, მაგრამ ტახი მაინც მისცემს შესაძლებლობებს. შეიძლება ბესელია ვიხილოთ უფრო საინტერესო თანამდებობაზე, მე ეს ნამდვილად არ გამიკვირდება“, - აღნიშნა ცაგარელმა.