ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მომავალი 2019 წელი რთული იქნება.
"სალომე ზურაბიშვილი დრაკონის წელიწადში დაბადებული თევზია. მისთვის 2019 წელი უკეთესი იქნება, ვიდრე 2018 იყო, თუმცა თევზებს კარგი პერიოდი აქვთ ხუთ მაისამდე. სწორედ ამ დღეს შავი მთვარე მერწყულს დატოვებს და გადავა თევზებში, სადაც წლის ბოლომდე დარჩება. ამიტომ თევზებს შეიძლება სირთულეები შეექმნათ. უსუსტდებათ ნერვული სისტემა, იმუნიტეტი. თევზებს 5 მაისის შემდგომ შეცდომების დაშვების მაღალი ალბათობა ექნებათ. მათი ფარული მტრები გააქტიურდებიან.
მათ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. დრაკონი ხელს შეუწყობს სიტუაციის დასტაბილურებას. ზურაბიშვილის მომავალი წლის პერსპექტივები ხუთქულიანი სისტემით, მხოლოდ სამნახევარით შეიძლება შევაფასოთ, ისიც დრაკონის ხარჯზე.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი რომ ეყოლებოდა, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბევრად ადრე ამბობდა. ასტროლოგმა "2020NEWS“- თან განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მდედრი თევზი, ანუ სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა.
ცნობისათვის, ცაგარელმა "2020NEWS“-თან საუბარში ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის მთავარი პრობლემა საგვარეულო წყევლაა. მისგან თავის დაღწევის ერთადერთ შესაძლებლობად კი ცაგარელმა კვეთებულის ლოცვებზე სიარული დაასახელა.