ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე 2018 წელი მოკლედ შეაჯამა. როგორც გვარამია წერს, გასული წელი მის ცხოვრებაში ყველაზე დამღლელი იყო.
“ვაჯამებ 2018 წელს: წარუმატებელს ვერ ვიტყოდი, მაგრამ ნამდვილად ყველაზე დამღლელი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ხოდა, ნომინაციების თავიც არ მაქვს. ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება და აღარ განმეორდება,” – წერს ნიკა გვარამია.