“ბიძინა ივანიშვილის ნახვა და მეკვლეობა ყოველთვის გამიხარდება, თუმცა ამით ვერ შევაწუხებ

“ბიძინა ივანიშვილის ნახვა და მეკვლეობა ყოველთვის გამიხარდება, თუმცა ამით ვერ შევაწუხებ"

“ქართული ოცნების” დეპუტატის ენძელა მაჭავარიანის ოჯახში ახალი წელი პატრიარქის მილოცვის შემდეგ იწყება, რის შემდეგაც ოჯახის წევრები ერთმანეთს ახალ წელს შამპანურით ულოცავენ.

“ახალ წელს სახლში ვხვდები ხოლმე ტრადიციულად. პატრიარქის მოლოცვის შემდეგ ჩვენც ვულოცავთ ოჯახი ერთმანეთს შამპანურით, თუმცა განსაკუთრებული სამზადისი და სუფრა არ გვაქვს ხოლმე, რადგან განსაკუთრებულად არ აღვნიშნავთ ახალ წელს. ჩვენი ოჯახის ტრადიცია არის გოზინაყი და შამპანური.

ახალი წლის შემდეგ სიახლეების მოლოდინი სულ მაქვს, რადგან ყოველი ახალი დღე ღმერთის საჩუქარია და სიხარულით და ბედნიერებით ვხდებით ახალი წლის მოსვლას.

რაც შეეხება მეკვლეს, ბედობის ღამეს 2 იანვარს გავდივარ ხოლმე გარეთ და კანფეტებით შევდივარ ხოლმე სახლში ბავშვებთან ერთად”, - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

როგორც დეპუტატმა “2020NEWS”-თან საუბრისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დიდი ზეიმია და მისი მეკვლეობა ძალიან გაუხარდება.

“ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ დროს სასურველი სტუმარი იქნება, ყოველთვის გამიხარდება მისი ნახვა და მეკვლეობა, თუმცა ამით ვერ შევაწუხებ. ძალიან მინდა მაგრამ უფრო მეტად არ მინდა, რომ შევაწუხო ჩემი მეკვლეობით. მასთან შეხვედრა ბედნიერებაა, ზეიმია და საერთოდ დიდი ადამიანია და ძალიან ვაფასებ მას”, - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.