ნიკა ავალიანმა შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
"სრულწლოვან ჯანმრთელ, ორხელა, ორფეხა შვილებს, ქმრებს, ცოლებს ფულის გაგზავნა ყოველი ვალდებულების გარეშე არის მათთვის დათვური სამსახური. სულ ახლახანს ვნახე ადამიანი რომელიც თავის შვილს უგზავნის ფულს, მაგრამ ეს შვილი მუშაობს უფასოდ ქართულ კომპანიაში და დედისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს გზავნილს ამერიკიდან, თუ ის ბეჯითად იმუშავებს და არ გააცდენს სამსახურს.
არ შეიძლება ფუქსავატი, კომპიუტერთან და ტელევიზორთან და ღამის კლუბებში გატარებული დროისთვის უგზავნოთ ფული თქვენი ოჯახის წევრებს. სერიოზულად აზარალებთ მათ მომავალს.
სულ მინიმუმ რაიმე დღის წესრიგი მაინც უნდა შეასრულოს ადამიანმა რომ მიიღოს გასამრჯელო, სულ მინიმუმ უთხარით შვილს რომ ადგეს ყოველ დილას 6 საათზე, ივარჯიშოს, წავიდეს ჯიმში, ირბინოს 5 კილომეტრი, იმუშაოს უფასოდ დაეხმაროს მეზობელს, მოკლედ იმოქმედოს და მხოლოდ მის მერე ის მიიღებს გზავნილს. ამას თუ არ გააკეთებთ თქვენი შვილი, ქმარი თუ ცოლი ამოვარდნილი იქნება ცხოვრების რიტმიდან და ძალიან სამწუხარო რეალობა ელოდება წინ იმ ასაკში როცა თქვენ უკვე ვეღარ შეძლებთ ფულის გაგზავნას".
ამ პოსტს ფეისბუქში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.