პრემიერლიგის მე-20 ტურის, კვირის მატჩებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ორი წაგების შემდეგ, როგორც იქნა, გაიმარჯვა „სიტიმ,“ მეორე ადგილი დაიბრუნა და „ლივერპულს“ ისევ კვალში ჩაუდგა. თუმცა, მერსისაიდულ კლუბს ისევ 7 ქულით ჩამორჩება.
3 იანვარს პეპ გვარდიოლას ბიჭები კლოპის გადარეულებს უმასპინძლებენ და ეგებ, ამ დაპირისპირებას, ტიტულის მაძიებელთათვის გადამეწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს.
„მანჩესტერი“ კი ახალი მწვრთნელის ხელში სასწაულებს სჩადის, ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და ისევ დიდი ანგარიშით. ისევ დუბლი მიითვალა პოგბამ, რომელიც პორტუგალიელის ხელში, ლამის სათადარიგოდ გადაიქცა.
ნეტავ რა ხდება? ვითომ, მოუს ობსტრუქციას უწყობდნენ?