"ივანიშვილი თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას"

მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წინა კვირას გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მან ირაკლი კობახიძეს "პლასტმასის თავმჯდომარე" უწოდა.

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას და იურიდიულ კომიტეტში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

"მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს "დეოცნებიზაციას" - აღნიშნა მან.