პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტზე სამი კანდიდატურა წარადგინა. ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძის, რუსლან პოღოსიანის და ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურები წარადგინა.
დეპუტატი დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიას რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომიტეტის დღის წესრიგში მხოლოდ გედევან ფოფხაძის კანდიდატურაა შეყვანილი, შესაბამისად, მისი თქმით, კიდევ ორი კანდიდატურის დამატება შესაძლებელი არ არის. თავის მხრივ, ეკა ბესელიას განმარტებით, რეგლამენტის დარღვევას ადგილი არ აქვს და მას უფლება აქვს დაასახელოს კანდიდატურები, მათ შორის ერთზე მეტის.
სხდომაზე აღნიშნულ საკითხს მცირე კამათი მოყვა.