„ჩემი ცხოვრება არ არის ფერადი, მძიმე ცხოვრებაა. დაძაბული რეჟიმია, პარლამენტში დაძაბული ხარ, შეხვედრების დროს დაძაბული ხარ“, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ადამიანები ვართ, სულ ხომ არ იჩხუბებ, ან იყვირებ. არის მომენტი, როცა წაღიღინებც გინდა. ჩემს ოთახში არის როიალი, შიგადაშიგ, როცა დრო მაქვს, რაღაცას წავიღიღინებ ხოლმე. ესეც საჭიროა. თუ ხასიათში არ გაქვს, რომ ხან გაიღიმო, ხან გაიცინო, რაღაც ნაბიჯებზე იუმორითაც გქონდეს რეაქცია, რეაგირება, მაშინ მგონია, რომ არც შენთვის იქნება შენი ცხოვრება საინტერესო და არც სხვებისთვის“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.