სომხეთში 2018 წლის პირველ 9 თვეში 1 200 000 ტურისტი ჩავიდა, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.8 %-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმციას Jamnews-ი ავრცელებს.
ყველაზე მეტი ტურისტი სომხეთში რუსეთიდან ჩავიდა - 525 ათასი ადამიანი. მეორე ადგილზე არიან ტურისტები მეზობელი საქართველოდან - 233 ათასი.
ირანიდან სომხეთში გასული 9 თვის განმავლობაში 132 ათასი ტურისტი ჩავიდა.
დინამიკაში, შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან შესულ ტურისტებზე - ინდოეთი (ზრდა 131 პროცენტი), ჩინეთი (107 პროცენტი) და ყაზახეთი (83 პროცენტი).