მეც ვტრიალებ საწოლში და ოთხი შვილი მყავს

მეც ვტრიალებ საწოლში და ოთხი შვილი მყავს

"ყველა, როგორც უნდა ისე ტრიალებს თავის საწოლში. ეს ნორმალურია, მეც ვტრიალებ და ოთხი შვილი მყავს", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ "ტვპირველის" საახალწლო გადაცემაში. კალაძემ ასე იმ კრიტიკოსებს უპასუხა, ვისაც მისი გრიგოლ ვაშაძისადმი მიმართვა არ მოეწონა. ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გეგმების კომენტირებისას განაცხადა:

"იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს, მას ურჩევნია საკუთარ საწოლში გადატრიალდეს." მის ამ განცხადებას ძალიან ხმაურიანი გამოხმაურებები მოჰყვა. დღესაც, "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ მის განცხადებას, რომ საწოლში ტრიალი ნორმალურია და თვითონაც ტრიალებს, სოციალურ ქსელში კრიტიკით შეხვდნენ.

"ესე იგი, იტრიალეთ საწოლებში და ბავშვები აკეთეთო - მეც ვტრიალებო და ოთხი შვილი მყავსო. ადამიანის ცინიზმს საზღვარი არა აქვს - სიდუხჭირით სავსე ქვეყანაში მილიონერი ჩინოვნიკი ასეთ რჩევა-დარიგებას იძლევა საკუთარი გამოცდილებების არსენალიდან"! "ახლა ვინ გამოვიდა გალაზღანდარებული თუ მიხვდა ნეტა? - ვახ, რანაირი შტერია".

"ამას გასახდელში ჰგონია თავი და გუნდელებთან ლაზღანდარობს". "მეტი საქმე არ აქვს, მარგელაშვილივით მარტო ბავშვებს აკეთებს". "ტრიალი დაარქვეს მაგას"? - წერენ Facebook მომხმარებლები სოციალურ ქსელში.