გუშინ, 19 ნოემბერს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის საღამო გაიმართა. ეს დღე ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეც გახლავთ და სწორედ მომღერლის დაბადების დღე, მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა და მეუღლემ, თეატრალურში ერთად აღნიშნეს.
ასევე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, მომღერლის ფოტო გამოფენა მოეწყო. ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები ცოცხლად შეასრულეს სტუდენტებმა: მეგი გოგიტიძემ, ეთუნა გავაშელიშვილნა, მერაბ ნუცუბიძემ, ზურა მოსიავამ, ნინი წიკლაურმა და სხვებმა...
ხოლო სტუდენტები, ანუ მომავალი მსახიობები, ირაკლი ჩარკვიანის ლექსებს კითხულობდნენ, მეგობრებმა მისი ბავშვობა გაიხსენეს, მუსიკოსებმა მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. საღამოზე ასევე მონაწილეობა მიიღო, ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე – ქეთათომაც. საღამო, ირაკლი ჩარკვიანზე ნიკუშა შენგელაიას მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებით დასრულდა.