ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი იანვარში გუნდის დატოვებას აპირებს. Marca-ს ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი „არისტოკრატებში“ თავისი ყოფით უკმაყოფილოა და გუნდის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.
აღსანიშნავია, რომ ფაბრეგასს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელი 6 თვით ადრე ითხოვს კონტრაქტის გაწყვეტას.
ცნობილია, რომ 31 წლის ფეხბურთელის გადაბირება იტალიურ „მილანს“ სურს. ფაბრეგასმა მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა შეძლო.