ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერი დღეს ქვემო ქართლს სტუმრობდა. ბოლნისში მცხოვრებ მოსახლეობას კოალიციის ლიდერი კულტურისა და დასვენების პარკში შეხვდა. "ქართული ოცნების" ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და განათლების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ოქტომბერი არის გადამწყვეტი დღე.