გავრცელებული ინფორმაციით, ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" ზამთარში დატოვებს.
რუსული კლუბი მასთან ერთად რამდენიმე ფეხბურთელს შეელევა, ცვლილებებია დირექტორთა საბჭოშიც.
რუსი საფეხბურთო აგენტი ალექსეი საფონოვი მოსკოვის "სპარტაკში" მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობს და მათ შორის ჯანო ანანიძის საკითხსაც ეხება.
"ჯანო ანანიძე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ "სპარტაკში" მან თამაშზე მეტი დრო მკურნალობაში დახარჯა, მას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოეჩინა, როგორც ჩანს, ის კლუბს აღარ სჭირდება" - უთხრა ალექსეი საფონოვმა mk.ru-ს.
ჯერჯერობით ჯანო ანანიძის მოსკოვური კლუბიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.