„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სოზარ სუბარმა იმ პროვოკაციულ გეგმებზე ისაუბრა, რასაც ხელისუფლება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გეგმავს. მისი თქმით, ხელისუფლება იწყებს „ქართული ოცნების“ წევრების, მისი მხარდამჭერებისა და საარჩევნო კომისიებში კოალიციის წარმომადგენლების დაპატიმრებას, რათა მოახერხოს საარჩევნო პროცესის ნორმალური კალაპოტიდან ამოგდება.