საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა გახსნის ცერემონიალზე შეკრებილ სტუმრებს მიმართა ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ეს ისტორიული დღეა, რადგან ეს არის უმაღლესი დონის სასწავლებელი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. პრეზიდენტის თქმით, ის რაც სხვებს პროექტებსა და ფანტაზიაში ქონდა, მისმა გუნდმა რეალურად დაგეგმა და შეასრულა.