მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა "მეგა ბემაქსმა" - ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე სეზონის ბოლომდე პოდგორიცას "ბუდუჩნოსტში" გაანათხოვრა.
"ბუდუჩნოსტი" სიხარულით იუწება, რომ ვუნდერკინდი კალათბურთელი მათი გუნდის ღირსებას დაიცავს.
მონტენეგრული გუნდი ადრიატიკის ლიგის გარდა ევროლიგაზეც მონაწილეობს და ბითაძე ალბათ, თებერვალში საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში ვერ დაეხმარება.
"ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით ევროლიგაზე მე-15 ადგილზეა.
ბითაძე სავარაუდოდ NBA-ს დრაფტზე 24-ე ნომერი იქნება და "ფილადელფია" აიყვანს.