დღეს, 20 დეკემბერს, „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების შემტევ კილიან მბაპეს, დაბადებიდან 20 წელი შეუსრულდა.
ჟურნალისტებთან საუბარში კი მან განაცხადა, რომ განსაკუთრებულ ფეხბურთელად თავს არ მიიჩნევს.
„უცნაურია, ვერ ვგრძნბ, რომ რაღაცას განსაკუთრებულად ვაკეთებ ფეხბურთში. თუმცა, ადამიანები საპირისპიროს მეუბნებიან, - უთხრა მბაპემ Le Parisien-ს, - უბრალოდ, ჩემი ოცნებით ვარსებობ. ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ ცხოვრებაზე. ფეხბურთელობაზე.“