წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და მოსკოვის "სპარტაკის" ლეგენდა ეგორ ტიტოვი, რომელიც ახლა "ენისეის" წვრთნის რუსულ გამოცემა Sportbox.ru-სთან რუსეთის პრემიერლიგის შესახებ საუბრობს.
მან ჯანო ანანიძეზეც ისაუბრა, ტიტოვის აზრით, ქართველი ფეხბურთელი "სპარტაკის" ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური მოთამაშეა.
"ვფიქრობ, რომ ანანიძეს შეუძლია კონოროვის სისტემის მთავარი მოთამაშე გახდეს, ის ჭკვიანი ბიჭია და "სპარტაკში" ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, ტრავმებმა და მწვრთნელის უნდობლობამ არ მისცა საშუალება, მაქსიმუმი ეჩვენებინა. მჯერა, ჯანოც დროც დადგება" - განაცხადა ეგორ ტიტოვმა.
ჯანო ანანიძე მიმდინარე სეზონში მოედანზე სულ 3-ჯერ, ჯამში 43 წუთით გამოჩნდა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.