მანჩესტერში ასე გადაწყვიტეს: სოლსკიაერი სეზონის ბოლომდე

მანჩესტერში ასე გადაწყვიტეს: სოლსკიაერი სეზონის ბოლომდე

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ სეზონის ბოლომდე გუნდი ოლე გუნარ სოლსკაიერს ჩააბარა. 45 წლის ნორვეგიელი "ოლდ ტრაფორდის" ლეგენდაა. 11 სეზონის განმავლობაში მან "იუნაიტედის" მაისურით 366 მატჩი ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. ამ გოლებიდან კი ყველა მთავარი მან 1999 წელს, "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეაგდო და სასწაულებრივად მოაგებინა "იუნაიტედს".

ბოლო მომენტამდე სოლსკიაერი სამშობლოში მუშაობდა, სადაც "მოლდეს" მწვრთნელი იყო. ახლა ნორვეგიაში ჩემპიონატი დასრულებულია. შესაბამისად, სოლსკიაერი გაზაფხულამდე თავისუფალია. პრემიერლიგის დასრულების შემდეგ ის ნორვეგიაში დაბრუნდება და საქმიანობას ისევ "მოლდეში" გააგრძელებს.

"იუნაიტედის" გაძღოლაში სოლსკიაერს დაეხმარება გამოცდილი მაიკ ფელანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობში "ოლდ ტრაფორდზე" სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტი გახლდათ.

"ოლე ჩვენი კლუბის ლეგენდაა დიდი გამოცდილებით, როგორც საფეხბურთო მოედანზე, ისე სამწვრთნელო ასპარეზზე, - თქვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდმა, - მისთვის ახლობელია კლუბის ისტორია და კულტურა. ვიცი, რომ აქ ყველა კმაყოფილია მისი და მაიკ ფელანის დაბრუნებით. იმედი გვაქვს, ისინი შეძლებენ გუნდის ერთ მუშტად გაერთიანებას, რათა სეზონის მეორე ნახევარი ღირსეულად ჩავატაროთ".

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი გულის ნაწილია და დიდებული განცდაა აქ დაბრუნება, თანაც ასეთ საპასუხისმგებლო როლში. ეს არის შანსი, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი. იმედი ვუყურებ იმ გუნდთან მუშაობას, რომელშიც ბევრი ტალანტია", - ეს უკვე სოსლკიაერის სიტყვებია.