ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი ესპანელი ჩისკო გახდება: დინამოელთა ყოფილი შემტევი და საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო ლეგიონერი.
ჩისკოს „დინამოში“ მოსვლაზე სანდო წყარიდან შევიტყვეთ. რომ კონტრაქტის გაფორმებადმე ოდენ ფორმალობები დარჩა.
ჩისკომ 3,5 წელი ითამაშა „დინამოში“ და 129 მატჩში 79 გოლი გაიტანა. თბილისში 2011 წლის ზაფხულში „ლევანტედან“ გადმობარგდა, ხოლო 2014 წლის მიწურულს წავიდა და სამშობლოში, სეგუნდა დივიზიონის „ხიმნასტიკში“ გააგრძელა კარიერა, თამაშს მალევე შეეშვა და სამწვრთნელო საქმე შეუდგა.
ჩისკო ორჯერ გახდა ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.