მადამ ბოვარი

მადამ ბოვარი

უპირველესად წვავთ ბიფშტექსს (ჩვეულებრივ, დაბეგვილ საქონლის ხორცს). ასევე მოხარშავთ კარტოფილს. მერე დადებთ კეცზე ცოტა კარაქს, დადებთ ზედ თითქმის უკვე მომზადებულ  ბიფშტექსს, პარალელურად მოხარშულ, დაჭრილ კარტოფილს და დააცლით ამ მასას ერთად მოშუშვას.

 

ამ ყველაფერს პარალელურად გვერდით უწყობთ დაჭრილ პომიდორს. (თუკი პომიდვრის სეზონია) ზემოდან ახეხავთ (ან წვრილად აჭრით) შეძლებისდაგვარად ბევრ შვეიცარულ ყველს და აყრით შავ პილპილს.

 

საჭმელს ასევე შეგიძლიათ დაახალოთ კვერცხი. ყველი რომ გალღვება და პომიდორიც რომ ჩაითუთქება, ბოლოს დაუმატებთ ცოტა მაიონეზს (ეს იმ შემთხვევაში, თუ არ დაახალეთ კვერცხი). ამის შემდეგ კი, საჭმელი უკვე შეგიძლიათ

მიირთვათ ცხლად.

 

ინგრედიენტები:

 

საქონლის ხორცი, 400 გრამი,

კარტოფილი, 300 გრამი,

კარაქი, 50 გრამი,

პომიდორი, 3 ცალი,

შვეიცარული ყველი, 200 გრამი,

კვერცხი 3 ცალი, (ან მაიონეზი),

პილპილი და მარილი გემოვნებით.

 

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ცოცქა, ცოლიკოური.