"აიაქსის" 19 წლის ცენტრალური მცველი მატიის დე ლიგტი 2018 წლის "ოქროს ბიჭი" გახდა. ჯილდო ეძლევა 21-წლამდელ ევროპელ ფეხბურთელს, რომელიც ყველაზე იმედისმომცემია თანატოლებს შორის. ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში მან ძლიერი კონკურენტები დაამარცხა - ჯასტინ კლუივერტი ("რომა"), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ("ლივერპული"), ვინისიუშ ჟუნიორი ("რეალი") და პატრიკ კუტრონე ("მილანი").
ის დღეს უკვე ამსტერდამული გრანდის კაპიტანია და 13 მატჩი აქვს ნათამაშები ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში. დე ლიგტმა ჯილდო გადაიბარა კილიან მბაპესგან, რომელიც საუკეთესოდ მიიჩნიეს გასულ წელს.
რაც შეეხება დე ლიგტს, გასაკვირი არ არის, რომ ის უკვე მოხვდა ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროში. "ბაიერნი", "იუვენტუსი", "ბარსელონა" და "პარი სენ-ჟერმენი" ის კლუბები არიან, რომლებმაც უკვე გადადგეს გარკვეული ნაბიჯები 19 წლის ტალანტის გადასაბირებლად. თუმცა "აიაქსი" არ ჩქარობს. დე ლიგტის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 60 მილიონი ევროა.
"ოქროს ბიჭის" დამაარსებელი პოპულარული იტალიური გაზეთი "ტუტოსპორტია". ეს მოხდა 2003 წელს. იქიდან მოყოლებული, ჯილდოს მფლობელები იყვნენ:
2003 - რაფაელ ვან დერ ვაარტი (აიაქსი)
2004 - უეინ რუნი (ევერტონი/მანჩესტერ იუნ)
2005 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
2006 - სესკ ფაბრეგასი (არსენალი)
2007 - სერხიო აგუერო (ატლეტიკო)
2008 - ანდერსონი (მანჩესტერ იუნ)
2009 - ალეშანდრე პატო (მილანი)
2010 - მარიო ბალოტელი (მილანი/მანჩესტერ სიტი)
2011 - მარიო გიოტცე (დორტმუნდი)
2012 - ისკო (მალაგა)
2013 - პოლ პოგბა (იუვენტუსი)
2014 - რაჰიმ სტერლინგი (ლივერპული)
2015 - ანტონი მარსიალი (მონაკო/მანჩესტერ იუნ)
2016 - რენატო სანჩესი (ბენფიკა/ბაიერნი)
2017 - კილიან მბაპე (მონაკო/პარი სენ-ჟერმენი)
2018 - მატიის დე ლიგტი (აიაქსი)