ადრიატიკის ლიგაზე მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ.
ბითაძის "მეგა ბემაქსი" ერთპიროვნულ ლიდერ "ცრვენა ზვეზდასთან" 68:78 კი დამარცხდა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენებური პარკეტზე საუკეთესო იყო.
მან 32:29 წუთში 23 ქულა ჩააგდო (11-დან 7 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა ბურთი და 25-ანი კოეფიციენტით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
გოგას შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი არმიელთა ბერძენ კალათბურთელს სტრატოს პერპეროღლუს ჰქონდა - 17 ქულა და 17-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტი.
"ცრვენა ზვეზდამ" თერთმეტივე მატჩი მოიგო, "მეგა ბემაქსი" კი 7 მოგებით მეოთხე ადგილზეა.