საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ახალ სეზონს ყატარის ღია პირველობით იწყებს, რომელიც 1-8 იანვარს გაიმართება.
ყატარში ნიკა მეხუთე ნომრად არის განთესილი. ბასილაშვილს განთესვით ოთხი ჩოგბურთელი უსწრებს. მარკო ჩეკინატო, კარენ ხაჩანოვი, დომინიკ ტიმი და ნოვაკ ჯოკოვიჩი.
ახალი სეზონის მეორე ტურნირი ნიკოლოზს ავსტრალიის ღია პირველობაზე ელის. ტურნირი 14-27 იანვარს გაიმართება. შარშან ქართველმა ჩოგბურთელმა ბელგიელი რუბენ ბემელმანსი და ავსტრიელი ჯერალდ მელცერი დაამარცხა, ხოლო შემდეგ კაელ ედმუნდთან დამარცხდა.