ევროპის სოციალისტური პარტია მხარს უჭერს პროგრესულ კანდიდატ ზურაბიშვილს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში

ევროპის სოციალისტური პარტია მხარს უჭერს პროგრესულ კანდიდატ ზურაბიშვილს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში

ევროპის სოციალისტური პარტია (PES) სრულ მხარდაჭერას უცხადებს პარტნიორ  პარტიას „ქართულ ოცნებას", საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის პროცესში, ხვალ, 28 ნოემბერს. 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პროგრესულმა მთავრობამ, „ქართული ოცნების" მეთაურობით, დაადასტურა ქვეყნის მტკიცე ერთგულება დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებებისადმი. ევროპის სოციალისტური პარტია აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორცელდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევა უფრო მეტად გაამყარებს საქართველოს როლს, როგორც მისაბაძ მაგალითს რეგიონში და გააძლიერებს მის ადგილს ევროპის ერთა ოჯახში. 

სერგეი სტანიშევი - ევროპის სოციალისტური პარიის პრეზიდენტი:

„საქართველო ერთგული პარტნიორია, დემოკრატიის, გამჭირვალობისა და მმართველობის გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევებით. ახლა, როდესაც ამომრჩევლები ემზადებიან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის, რომელიც ოთხშბათს გაიმართება, ვიმედოვნებ, რომ ისეთივე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს ვნახავთ, როგორიც ეს იყო პირველი ტურის დროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ის იბრძოლებს უფრო სამართლიანი საქართველოსათვის ხვალინდელ არჩევნებზე".

https://www.pes.eu/en/news-events/news/detail/The-PES-backs-progressive-Zourabishvili-to-become-President-of-Georgia/