„ძალიან მნიშვნელოვანია როცა ასეთი ტიპის ორგანიზაცია ქართულ კომპანიებს ზოგადად აფასებს და ეს შეფასება პოზიტიურია. Fitch-ის შეფასება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, სტატუსის აღიარების თვალსაზრისით, ასევე თვითონ კომპანიისთვის. უახლოესი ორი-სამი წლის საპროგნოზო მაჩვენებლის გაუმჯობესება უფრო მეტი ინვესტორის მოზიდვის შესაძლებლობას ნიშნავს, რაც როგორც ქვეყნისთვის ასევე თავად „საქართველოს რკინიგზის" განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საწინდარია," - აცხადებს ეკონომიკური ექსპერტი დავით კიკვიძე.